„ეკლესიასთან მიმართებაში, „პანდორას ყუთი“ გაიხსნა – ლევან ჩხაიძე

  •  

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლევან ჩხაიძის განცხადებით,  ერთი მეუფის მოშორებით პრობლემა კი არ დამთავრდა, პირიქით „პანდორას ყუთი“ გაიხსნა. ეს შეფასება უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა.

„შოკირებული ვარ, მიჭირს პოზიციის დაფიქსირება. ჩემი თხოვნაა, რომ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების და ერთმანეთთან კონსენსუსის პოზიციას. მსგავსი დაპირისპირებით, რომ ერთი მეუფე გავაგდეთ სინოდიდან და ამით პრობლემა მოგვარდა ასე არ არის. პირიქით, „პანდორას ყუთი“ გაიხსნა და წამოვიდა იერიში ეკლესიასთან მიმართებაში. ამიტომ, ფორმატი, რომ ერთ-ორ მეუფეს გავაძევებთ, განვკვეთავთ პრობლემა არ მოგვარდება. პრობლემა მოგვარდება მხარეების ერთად დაჯდომით, ერთმანეთისადმი საჯაროდ პრეტენზიების გადმოლაგებით და ამ პრეტენზიების განხილვით“ – აღნიშნა ლევან ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები