არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

აბაზოვი აცხადებს, რომ ის პრეზიდიუმმა, რომელიც სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან შედგება, თავისი სურვილით აირჩია.

თემურ აბაზოვი ბრალდებულია 2018 წელს გავრცელებული ვიდეოს საქმეზე, რომელშიც ბოდიშის მოხდას და საკუთარი შარდის სახეზე წასმას აიძულებენ მოქალაქეს. აბაზოვი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა მისი პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

მსგავსი თემები