“როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მთავარია შედეგი დადო და ხალხთან იყო პირნათელი პირველ რიგში” – დავით ჭიჭინაძე

„ტრიბუნიდან – ტრიბუნალამდეა ჩვენი მოძრაობა! ჩვენ უნდა ვთქვათ ის სიმართლე, რაც ბოლო 30 წელია ხდება ჩვენს ქვეყანაში და რამაც ქართველი ადამიანი ასე დააბეჩავა”, – ასე მიმართა პოლიტიკური მოძრაობის “დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა” ლიდერმა მხარდამჭერებს ქუთაისში.

დავით ჭიჭინაძის თქმით, როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მთავარია, შედეგი დადო და ხალხთან იყო მართალი.

“როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მთავარია შედეგი დადო და ხალხთან იყო პირნათელი პირველ რიგში, თორემ მერე ახსნა-განმარტება აღარავის სჭირდება, უბრალოდ აღარავინ გაპატიებს. რადგან ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და არა ის დაპირებები, რასაც ბოლო 30 წელია ვისმენთ, არა კლანური მმართველობა და ადამიანების ხარჯზე გამდიდრებული მცირე დაჯგუფებების მიერ წილების გადანაწილების ყურება, თუ სმენა. ამიტომ ჩვენს მოძრაობაში გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ამ წლების განმავლობაში მომავალი მოგვპარეს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ შეხვედრაზე.

10 ნოემბრიდან პოლიტიკური მოძრაობის, “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა”, დამფუძნებლები მხარდამჭერებთან შეხვედრა დაიწყეს. პირველი შეხვედრა ქუთაისში. იმერეთის რეგიონის მხარდამჭერებთან შედგა. შეხვედრის დასასრულს აირჩიეს პოლიტიკური მოძრაობის ადგილობრივი დელეგატები.

მსგავსი თემები