ილია ჯიშკარიანი ინფაქტის დიაგნოზით, კლინიკაში გადაიყვანეს

საკრებულოს წევრი, რომელსაც გამოძიება თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება, რამდენიმე საათის წინ ინფაქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა პარასკევს, საკრებულოს სხდომის შემდეგ დამძიმდა.

ადვოკატის თქმითვე,  საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ ჯიშკარიანს კოლეგებმა თამთა თოდაძის ბრალდებები შეახსენეს და ძალადობაში დაადანაშაულეს.

ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ჯიშკარიანს არაინვაზიური ოპერაცია ჩაუტარდა, რაც სისხლძარღვების გაფართოებას გულისხმობს.

მედიკოსების ცნობით, ამ დროისთვის ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.

მსგავსი თემები