“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” ლევან ვასაძისა და “ქართული მარშის” წევრების დაკავებას ითხოვს

“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” ლევან ვასაძისა და “ქართული მარშის” წევრების დაკავებას ითხოვს.

თამთა მიქელაძის განცხადებით, თუ ამ ნაბიჯს ხელისუფლება დროულად არ გადადგამს მსგავსი ხელოვნური სოციალური კონფლიქტები ქვეყანაში ხშირი იქნება. მისი თქმით, მთავრობა, მსგავსი ჯგუფებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივ შემწყნარებლობას იჩენს.

“ამ ჯგუფების მიმართ ჩანს სამართლებრივი შემწყნარებლობა ხელისუფლების მხრიდან. სხვა ინციდენტების დროს სხვა შეკრებების დროს ისინი აშკარად ძალადობის ორგანიზებას ახდენენ, მაგრამ მათ ლიდერებს სამართლებრივი პასუხიმგებლობა არ დაკისრებიათ. ჩვენი მოთხოვნაა ლევან ვასაძის და “ქართული მარშის” ლიდერების დაკავება და მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და თუ ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ მიიღებს ჩვენ მუდამ გვექნება მსგავსი ხელოვნური სოციალური კონფლიქტები”,- ამბობს მიქელაძე.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა “ქართული მარშიც”.

მსგავსი თემები