თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენები დაიწყო

თუშეთის საავტომობილო გზის გახსნამდე, ყოველკვირეული ფრენები სოფელ ომალოს მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღეიდან დაიწყო. წელს პირველად უფასო მგზავრობით 15-მდე ადგილობრივმა უკვე ისარგებლა.

ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შეასრულებს რეისს და მგზავრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანიდან აიყვანს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.

თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია და ოქტომბრიდან მაისამდე, ზამთრის სეზონზე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება.

მსგავსი თემები