ქართული სიმღერა ევროპის საბჭოში. ქართველი მუსიკოსების გუნდმა დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის გახსნაზე იმღერა. აფხაზეთის კაპელამ და ჯგუფმა The Georgian Six ქართული სიმღერა “ლალე” და ინგლისურენოვანი What a wonderful World შეასრულეს.
წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს აღნიშნავს ამასთან, პირველად ევროსაბჭოს ისტორიაში საქართველო მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.