ომბუდსმენი შსს-ს, სასულიერო პირებთან დაკავშირებით შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიებას სთხოვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს შინაგან საქამეთა სამინისტროს, საპატრიარქოს გარშემო ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტები, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

“გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. მოვუწოდებ სამართადამცველ ორგანოებს დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია აღნიშნული სავარაუდო ქმედებების თაობაზე, დაუყონებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს,” – განაცხადა დღეს ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენი ასევე ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს, მოუწოდებს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს და მიაწოდონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია. ომბუდსმენი ინფორმაციის მფლობელებს კონფიდენციალურობის დაცვის პირობებს აძლევს.

მისივე ინფორმაციით,  სახალხო დამცველის აპარატმა შს სამინისტროს წერილობით უკვე მიმართაა.

მსგავსი თემები