„სად იყვნენ ეს სასულიერო პირები აქამდე, როდესაც პატრიარქს ლოცვაში მოიხსენიებენ და ხელზე ეამბორებიან“

“ეს არის ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ, გამოძიება, პირველ რიგში,   საპატრიარქომ უნდა ჩაატაროს და შემდეგ გადაინაცვლოს პარლამენტში“ – აცხადებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავართან“ და საპატრიარქოს მიმართავს, ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატაროს. 

„ვკითხულობ, სად იყვნენ ეს სასულიერო პირები აქამდე, როდესაც პატრიარქს ლოცვაში მოიხსენიებენ და ხელზე ეამბორებიან?  მანამდე არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია თუ საარჩევნო წელს ელოდებოდნენ, ელოდებოდნენ ჩასვლას სახელმწიფო დეპარტამენტში? საერთოდ, დღემდე ვერ გამირკვევია, რა ესაქმებოდათ სახელმწიფო დეპარტამენტში სასულიერო პირებს.  ბევრი კითხვა ჩნდება“ – აცხადებს დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“.

ლომიას შეფასებით, ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა პატრიარქის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ: „ეს ბრძოლა მსოფლიოში დაიწყო. ბუნებრივია, არსებობს გაუთვლელი დეტალები, რაც ვერ გათვალეს. პატრიარქი და პატრიარქის რეიტინგი  მხოლოდ ციფრები არ არის. მისი რეიტინგია სიყვარული და პატივისცემაა რაც ვერ გათვალეს. მათ ეგონათ, რომ ინფორმაციას გაუშვებდნენ და ადვილად დაამარცხებდნენ პატრიარქს. სინოდმა უნდა შექმნას კომისია, თუ მათ სურთ, რომ ეს საქმე დამთავრდეს. პირველ რიგში, მათი მხრიდან უნდა გადაიდგას ნაბიჯი და მერე ჩაერთოს საკანონმდებლო ორგანო, თუ ამის საჭიროება იქნება. ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. საპატრიარქომ უნდა ჩაატაროს გამოძიება მოხდა თუ არ მოხდა ფაქტი და შემდეგ უნდა გადმოვიტანოთ პოლიტიკურ სივრცეში ეს ინფორმაცია“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები