გორში, სოფელ ქვეშის მიმდებარედ, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან, ოკუპანტებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი გაიტაცეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის განცხადებით, ბუთხუზი ოკუპანტებმა სოფლის ნაკვეთიდან დაახლოებით საღამოს 18:00 საათისთვის გაიტაცეს. სხვა დეტალები უცნობია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.