მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლებში ტელეფონები აკრძალა

  •  

მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ – აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, საფრანგეთმა, კანადამ და ისრაელმა სკოლებში ტელეფონების გამოყენება აკრძალა.

რამდენიმე წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში ტელეფონის სიგნალები ჩაახშეს. შედეგად, სკოლებში მოსწავლეები სრულად ფოკუსირდნენ სწავლის პროცესზე.

2001 წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში ვერ ნახავდით სკოლას, რომელსაც ტელეფონებზე რაიმე აკრძალვა ჰქონდა დადებული. თუმცა, 2007 წლისათვის ბრიტანული სკოლების 50%-მა გადაწყვიტა, ტელეფონები აეკრძალათ. დღეს, ინგლისში სკოლების 98%-ში აკრძალულია ტელეფონის გამოყენება. სტატისტიკამ აჩვენა, რომ სწავლის მექანიზმი უფრო ეფექტური გახდა. გარდა ამისა, სტუდენტების შედეგები გამოცდებზე საგრძნობლად გაუმჯობესდა.

“სექტემბრიდან 11-16 წლის მოსწავლეები ტელეფონებს დატოვებენ სახლში ან შეინახავენ მას სპეციალურ საკეტიან ყუთში. მას შემდეგ, რაც ისინი შუადღეზე დაასრულებენ სწავლას, შეეძლებათ დაიბრუნონ ტელეფონები”, – ამბობს ბრიტანული კანონი.

2018 წლის სექტემბერს, ავსტრალიამ გადაწყვიტა, აეკრძალა მობილური ტელეფონები სკოლაში. თავდაპირველად, ეს აკრძალვა ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის რეგიონში გავრცელდა. შემდეგ კი დანარჩენ რეგიონებსაც მოედო.

2018 წელს, კანადის მთავრობამ აკრძალა ტელეფონები დაწყებით და უმაღლეს სკოლებში, რათა გახანგრძლივებულიყო დრო და მობილიზება სწავლისთვის. ტორონტოში აკრძალულია ტელეფონის გამოყენება სწავლის დაწყებიდან მის დამთავრებამდე.

2016 წელს, ისრაელის განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სკოლაში ტელეფონის არა მხოლოდ გამოყენება, ტარებაც კი აუკრძალა. 

საფრანგეთში გაკვეთილზე ტელეფონის გამოყენება დიდი ხნის წინ აიკრძალა, თუმცა კანონი ახლა უფრო გამკაცრდა. კერძოდ, 15 წელს ქვემოთ ყველა მოსწავლეს აკრძალული აქვს ნებისმიერი სახის ტელეფონის, პლანშეტისა და ჭკვიანი საათების ტარება/გამოყენება სკოლის ტერიტორიაზე, შესვენებებსა და ლანჩის დროს.

აკრძალვის ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია, რომელმაც კანონის ლეგიტიმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებით და საშუალო სკოლებში გაავრცელა.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჯინ-მაიკლ ბლექნვერმა, აკრძალვას “21-ე საუკუნის კანონი” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს გააუმჯობესებს დისციპლინას მთლიანად საფრანგეთის სკოლებში, რომელშიც 12 მილიონი ბავშვი სწავლობს.

“ამ ბოლო დროს, ბავშვები საერთოდ აღარ თამაშობენ შესვენებებზე. მხოლოდ სმარტფონებში იყურებიან, ეს კი დიდი პრობლემაა განათლების სისტემისთვის,” – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები