ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მე-5 კლასელი გოგონები ერთმანეთს, გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭის გამო დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს სკოლის დერეფანში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი გოგონა კიბიდან დაგორდა.
ფაქტს მანდატურებიც შეესწრნენ, რომლებმაც სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. 10 წლის გოგონა საავადმყოფოშია მოთავსებული.
სკოლის ადმინისტრაცია დეტალებზე არ საუბრობს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.