რესტორან “ჩემო კარგო”-ში სტუმრების მოწამვლის მიზეზი სალმონელა გახდა

თბილისში, რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანა – Chemo Kargo’s Factory”-ში სტუმრების მოწამვლის მიზეზი საკვებ პროდუქტში აღმოჩენილი სალმონელა გახდა. კვლევის შედეგები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაასაჯაროვა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რესტორნის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რესტორნის სტანდარტი იმდენად მაღალია, მომხდარით თავადაც გაკვირვეულები არიან.

“ჩვენ რა, გვინდოდა, რომ ეს ვინმეს დამართნოდა? ჩვენი სტანდარტები იმდენად მაღალია, რომ ჩვენც კი გაოცებულები ვართ. ასევე მიდის მოკვლევა, მომწოდებელს ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის ხარვეზი პროდუქტის მოწოდებისას და ამ შემთხვევაში ჩვენც უკვე დაზარალებულები ვართ“, – განაცხადა სალომე მეზურნიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ პაატა იმნაძესაც ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, სალმონელას  ჩხირი არის  ნაწლავური ინფექციის გამომწვევი ჩხირი და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 ადამიანი მოიწამლა.


მსგავსი თემები