“მომხრე ვარ, რომ „ოცნების“ 2020 წლის სიის ოცეულში იყვნენ: კილაძე, კობახიძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი და „კოლექტიური ზარდიაშვილები“ – დავით ჭიჭინაძე

„მომხრე ვარ, რომ „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულში იყვნენ კილაძე, კობახიძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი… და ზოგადად წარმოდგენილი იყოს „კოლექტიური ზარდიაშვილებით“, რადგან ზუსტად ეს გახდება „ქართული ოცნების“ რექვიემი, ზუსტად ეს დაასრულებს „ოცნების“ კლანების მმართველობას”, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ

ჭიჭინაძის განცხადებით, რისკის შემცველი იყო 2012 წელს ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები. დეპუტატის თქმით, ქართველმა ხალხმა დაიჯერა მისი, დაუდგა გვერდით და ერთობლივად გაისტუმრეს საძულველი რეჟიმი.

“2018 წელს უკვე თავად სთხოვა ხალხს გვერდით დგომა და ხალხმა შეუსრულა. ანუ, 2018 წელს ფაქტიურად ნდობის კრედიტი გაიცა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ამ „ვალს„  დაბრუნება რომ უნდა და დანაპირებს შესრულება, ამაზე არც კი ფიქრობენ. უფრო მეტიც, სახეზეა ლაქიებით გადავსებული „ოცნების“ რაღაც გაურკვეველი სახეობა, რომლებიც ამ ლაქუცით ძიძგნიან და ანგრევენ ყველაფერს; და ფიქტიური ხელისუფლება, რადგან რეალური მმართველები დღეს ივანიშვილთან დაახლოებული კლანები არიან. ეს ყველაფერი კი, იმდენად თვალნათლად ჩანს, იმდენად დიდია მოსახლეობაში  ნეგატივი, რომ „ქართულ ოცნებას“ არა თუ მარტო, კოალიციურადაც კი აღარ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი. ამასთან, მასმედიაც იმდენად იდეალურად ასრულებს თავის საქმეს, რომ ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას რაიმე სახის მანიპულაციები, პრინციპში ფიქრსაც არც ვურჩევდი ამაზე”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები