„სასულიერო პირებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებენ“ – დეპუტატი “მედიაცემტრ მთავარში” (ვიდეო)

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიას განცხადებით, საპატრიარქოზე ბინძური მეთოდებით შეტევა გაგრძელდება. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ფლობს ინფორმაციას, რომ გარკვეული ჯგუფები სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას აპირებენ.

„საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა ამით, ამ ბოლო განცხადებებით არ გაჩერდება და არ დამთავრდება. ველოდებით რაღაც ბრალდებებს.  გამორიცხული  არ არის, რომ უახლოეს პერიოდში,  სასულიერო პირების პირადი ცხოვრების დადგმული, დამონტაჟებული კადრებიც ვიხილოთ“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ  მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

კითხვაზე, არსებობს თუ არა მსგავსი კადრები რა კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ, ლომიამ უპასუხა, რომ ინფორმაციის გამჟღავნება მას არ შეუძლია.

„ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ ამას აპირებენ და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს.  ერთადერთი, უნდა გვქონდეს რწმენის სიმტკიცე. როცა მე მწამს ჩემი პატრიარქის, რაც არ უნდა მაჩვენონ და რაც არ უნდა მითხრან, მე ამას არ დავიჯერებ. მივმართავ მართლმადიდებლურ სამყაროს და ყველას იგივეს მოვუწოდებ. თუ მათ სწამთ და სჯერათ პატრიარქის, არ უნდა აყვნენ ამ შავ პიარს და შავ პროპაგანდას.

მე, როგორც პარლამენტარს, შემიძლია არ გავახმოვანო საიდან მაქვს და რა ინფორმაცია მაქვს. საუბარია, სხადასხვა სასულიერო პირებზე და არა პატრიარქზე. ვფლობთ ინფორმაციას, რომ ასეთ კადრებს ამზადებენ. საუბარია, რომ  პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ამზადებენ და მის გავრცელებას აპირებენ. არსებობს უ არა ასეთი კადრები, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ…არ ვიცი არსებობს თუ არა“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის უკან, მსგავსი განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი ანდრიაძემაც გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ შემდეგი ფარული კადრები იქნება.

https://mcm.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%98/
https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a/



მსგავსი თემები