მოსისინე გველები კვერთხის თავზე

იტრიის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა საბა საპატრიარქოს მიმართ დაწყებულ შეტევას მოსისინე გველების შეტევად აფასებს. მამაო ამ შეტევას კვერთხზე გამოსახულ ფიგურასთან აკავშირებს და განმარტებას აკეთებს.

„მღვდელმთავრის საღვთისმსახურო კვერთხის თავზე აღმართულია გაბრწყინებული ჯვარი, რომელიც გარემოცულია მისი შთანთქმის მოსურნე მოსისინე გველებით, თუმცა ვერაფერს უხერხებენ. ეს გახლავთ სიმბოლური გამოხატულება ეპისკოპოსის სამწყემსო მსახურებისა. ოდითგანვე ასე იყო. არაფერია ახალი ცისქვეშეთში“ – აცხადებს მამაო.   

მსგავსი თემები