“ადმინისტრაციულ საზღვარს „პარაოკუპირებული“ უნდა ეწოდოს, დევნილებს კი სტატუსი უნდა შეეცვალოთ“ – მარიამ ჯიშკარიანი

  •  

წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სასაზღვრო ზოლისთვის სახლის შეცვლასა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო სტატუსის მინიჭებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯიშკარიანმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ზონა, შინაარსობრივად და  ტერმინოლოგიით ისე უნდა შეიცვალოს, რომ ის რეალურ მდგომარეობას ასახავდეს. ეს არის „პარამილიტარული ზონა,“ „პარაოკუპირებული რეგიონი“.  ეს ასახავს ამ ვითარებას, რაც რეალურად არსებობს. ამ სტატუსის  შესაბამისი უნდა იყოს მოსახლეობასთან პოლიტიკაც და  როგორც ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ინსტიტუების წარმომადგენლებს უნდა მოეთხოვოთ, ამ ტერიტორიებზე შესაბამისი პოლიტიკა აწარმოონ“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი სტატუსი ეთნო წმენდასთან უნდა იყოს გაიგივებული.

„ეს ადამიანები რეგიონიდან უბრალოდ გამოქცეული ადამიანები არ არიან. ვინც გამორბის, მათი უფლებები სასტიკად ილახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ ამ ადამიანებს  უნდა დაერქვას შესაფერისი სახელი. ისინი გამოდევნილები არიან ომის შედეგად და ძალადობის შედეგად. როგორც მინიმუმ, მათ ეთნოწმენდის მსხვერპლნი უნდა ეწოდოთ. ამგვარი იურიდიული სტატუსი მათ  საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიანიჭოს. მოსახლეობას, რომელიც პარაოკუპირებულ ზონაში ცხოვრობს, თავს გრძნობენ მიტოვებულად. მათთვის საერთაშორისო მექანიზმებიც კი არ არსებობს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები