„ფაქტზე, რაზეც მეუფე იაკობმა ისაუბრა, ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან“ – დეკანოზი  

დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილის განცხადებით, შესაფერის დროს, სავარაუდოდ, ეკლესია მეუფე იაკობის ბრალდებებით დაინტერესდება. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი დასაჯა და კიდევ დამატებითი სასჯელი საჭიროდ არ ჩათვალა.

კითხვაზე, სინოდი მეუფე იაკობის ბრალდებებით უნდა დაინტერესდეს თუ მისი ბოდიშით საკითხი ამოწურულია, დეკანოზმა გვიპასუხა, რომ სინოდმა მეუფე სათანადოდ დასაჯა.

„წმინდა სინოდის ოქმს რომ გაეცნოთ, მეუფე იაკობის საკითხი დადგა სინოდზე და განიხილეს. ისე არ ყოფილა რომ მეუფე იაკობის საკითხი არ გასულა და მეუფე პეტრეს საკითხით დაიფარა. მეუფე იაკობს მიეცა მკაცრი გაფრთხილება. საეკელესიო სასჯელთა შორის გაფრთხილება ითვლება ერთ-ერთ სასჯელად. სინოდმა უფრო მკაცრი ზომები რატომ არ მიიღო  მეუფე იაკობთან დაკავშირებით, რომ მეუფე იაკობმა, სინოდის გამართვამდე ბოდიში მოუხადა საზოგადოებას თავისი გახმაურებული განცხადებების ფორმაზე. მან თქვა, რომ ის გათავისუფლდა იმით, რაც აწუხებდა, რომ საიდუმდოლ ინახავდა ამ ინფორმაციას“ – აღნიშნა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“. 

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას – მეუფე იაკობს ბრალდებები უკან არ წაუღია, მხოლოდ გამოხატვის ფორმებზე მოიხადა ბოდიში და ამით საკითხი ამოწურულია? დეკანოზი პასუხობს, რომ სავარაუდოდ, ეკლესია და შესაბამისი უწყებები, ამ საკითხით დაინტერესდებიან.

„საინტერესოა და ალბათ, ეკლესია დაინტერესდება შესაბამის დროს. ყოველ შემთხევაში, მისი მხრიდან დანაშული იყო არა ფაქტის გახმოვანება, არამედ ფორმა. ფორმაზე მან არათუ ბოდიში მოიხადა, ჯერ კიდევ სინოდის სხდომამდე დატოვა ქორეპისკოპოსის მოვალეობა და საფინანსო სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობაც. რეალურად, მან გარკვეული სასჯელი მანამდე მიიღო და სინოდზეც მიეცა საბოლოო გაფრთხილება. ამის შემდეგ, სინოდმა აღარ ჩათვალა კიდე უფრო მკაცრი ზომები მიეღო მის წინააღდეგ. თავად ფაქტზე, რაზეც მან ისაუბრა ალბათ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან“ – განაცხადა დეკანოზმა.  

მსგავსი თემები