„პატრიარქმა და სინოდმა უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა, სხდომის „ლაივში“ ჩატარება“ – დეკანოზი

მეუფე პეტრეს მოთხოვნაზე წმინდა სინოდის სხდომის პირდაპირი ტრანსლირების რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით დეკანოზმა ლონგინოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პატრიარქისა და სინოდის წევრების გადასაწყვეტია.     

„ეს არ არის აპრიორი, რომ სინოდის სხდომა „ლაივში“ ჩატარდეს. თუმცაღა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისაგან დაფარულია სინოდის სხდომა. სხდომის შესახებ ოქმი იწერება და ეს ხდება საჯარო. თავად პატრიარქისა და სინოდის წევრთა გადასაწყვეტია, ღირს თუ არა, ამა თუ იმ სინოდის სხდომის „ლაივში“ ჩატარება. მსგავსი პრაქტიკა არც ერთ ეკლესიაში არ არის მიღებული. თუ განსაკუთრებული შემთხვევაა და ისეთი საკითხის განხილვა ხდება, რაც ფართო საზოგადოებისათვის დიდი ინტერესს წარმოადგენს, შესაძლოა, გამონაკლისის დაშვება მოხდეს, მაგრამ, ეს არ წარმოადგენს აუცილებლობას“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერეციაზე.

როგორც მამა ლონგინოზმა აღნიშნა, სინოდის სხდომაზე სხვადასხვა საკითხები განიხილება, მათ შორის კონკრეტულ სასულიერო პირებთან დაკავშირებითაც და ეს, შესაძლოა, ერთგვარი რეპუტაციის შემლახავი აღმოჩნდეს კონკრეტული პირისთვის.

მსგავსი თემები