ბიძინა ივანიშვილი მზადაა, გაასხვისოს სასტუმრო “პარაგრაფი”, “პანორამა თბილისი” და 8 სასტუმრო

ბიძინა ივანიშვილი მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი.

როგორც ქართულ გამოცემა  „ანტრეპრენერთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან რომელიღაცა ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, მზადაა, ეს თანხაც დააკლოს ნომინალურ ფასს, 60 მილიონს.

ამასთან, გამოწერა აღნიშნავს, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტის, შეძენა შესაძლებელი იქნება 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით და მასზეც გავრცელდება ის პირობა, რაც „პარაგრაფის“ შემთხვევაში.

გარდა ამისა, Entrepreneur Georgia-ს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით ან გარკვეული ფასდაკლებით გაასხვისოს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ მშენებარე რვავე სასტუმრო ერთადერთი პირობით − მათი მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დროში არ უნდა შეფერხდეს (მაქსიმალური ვადა − ორი წელი) და დამტკიცებული პროექტები შეთანხმების გარეშე არ უნდა შეიცვალოს.

მსგავსი თემები