მეუფე პეტრე სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ჩატარებას ითხოვს

  •  

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გადაყენებული მეუფე პეტრე წმინდა სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ამის საფუძვლად მეუფე პეტრე ბევრ სიცრუესა და სასულიერო პირების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ასახელებს.

„ვიდრე სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება. მომავალი სინოდის სხდომები აუცილებლად ღია ეთერში უნდა გავიდეს“, – განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, ინჩხურის მონასტრის დათმობაზე პეტრე ცაავას თხოვნა არ დაკმაყოფილდა. პატრიარქის ბრძანების მიუხედავად, ის შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

მსგავსი თემები