მამა ანდრიამ ინჩხურის ტაძარი დატოვა

ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი, მამა ანდრია სარია ტაძრიდან წავიდა. მან ამის შესახებ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს განუცხადა. 

მისი თქმით, ის უარს არ ამბობს მღვდელმსახურებაზე, თუმცა ტოვებს წინამძღვრის თანამდებობას.

“სანამ გაირკვევა და სინოდი ასე ვთქვათ თავის განაჩენს გამოიტანს, სანამ სინათლე არ შევა ამ პოზიციაში, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობას ღებულობდნენ. მე არ ვცნობ სიცრუის განჩინებას, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული. შესაბამისად, მე რა თქმა უნდა, მღვდელმსახურებას არ ვტოვებ. ვტოვებ მხოლო და მხოლოდ წინაძღვრობას”- განაცხადა მამა ანდრიამ. 

ცნობისთვის, მეუფე პერტემ მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, სწორედ ინჩხურის მონასტერში გაგზავნა ითხოვა, თუმცა პატრიარქმა თხოვნა არ დააკმაყოფილა. 

მსგავსი თემები