სტიქია აჭარაში – ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

უხვი ნალექის გამო, ქობულეთში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერი ჩამოწვა. მიწის დიდი ნაწილი გორგილაძეების სახლთან ჩამოიშალა.

გორგილაძეები ამბობენ, რომ შესაძლოა მეწყერი ისევ განმეორდეს და მათ საცხოვრებელ სახლს ჩამოშლის საფრთხე შეუქმნას. ისინი დღეს ღამის გათენებას ნათესავთან აპირებენ.

დაზარალებული ოჯახი ქობულეთის მერმა ადგილზე მოინახულა და განმარტა, რომ პრობლემას გეოლოგები შეისწავლიან.

ამასთან, წვიმის გამო, ადიდებულია მდინარე აჭყვა. მდინარემ კალაპოტის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულს მდგომარეობას სწავლობს

მსგავსი თემები