კახეთში, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრეს

გუშინ კახეთში სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრეს. კობა თარაშვილს კონფლიქტი რამდენიმე პირთან ქვემო ბოდბეში მოუხდა. დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ფაქტზე შს სამინისტრომ 1963 წელს დაბადებული პირი დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს. მან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები