„მეუფე იაკობის ქმედება მისაღები იყო ყველა ეპისკოპოსისთვის, გამოუძიებელი არაფერი დარჩება“ – დეკანოზი

“რაც მეუფე იაკობმა ბრძანა, რომ მთავრობა აპირებდა ეკლესიასთან ბრძოლას, ეს  გასარკვევია. ეს საკითხი ესე არ დარჩება, შეიკრიბებიან ეპისკოპოსები და გაარკვევენ”, – აცხადებს ვაშლიჯვრის, მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი „მედიაცენტრ მთავართან“.

სასულიერო პირმა  მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობს შორის განსხვავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმა შენდობა ითხოვა, მეორემ – არა.

„მეუფე იაკობსა და მეუფე პეტრეს შორის ის განსხვავებაა, რომ მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა. მეუფე პეტრე კი ხელით გამოიყვანეს, ქუდი გვერდზე ეხურა რომ გამოვიდა. არ განვიკითხავ, მაგრამ, ყველაზე დიდი წამალი ქრისტიანობაში არის ბოდიშით, მეტს აღარ ვიზამ. შენდობის თქმაა ქრისტიანობა. იაკობმა შენდობა თქვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ გამოიძიებენ. ეკლესიას თავისი წესი აქვს, ყოველთვის ყველაფერს იძიებს. ეკლესიაში გამოუძიებელი არაფერია. ფორმა, ის რომ შენდობა ითხოვა, ესაა ზუსტად ის, რაც უნდა გააკეთოს სასულიერო პირმა. ამ ეტაპზე, მეუფე იაკობის ქმედება აბსოლუტურად მისაღები იყო ყველა ეპისკოპოსისთვის. ამას სთხოვენ მეუფე პეტრესაც. სინანულისთვის მისცეს დრო“, – განუცხადა დეკანოზმა დავითმა „მედიაცენტრ მთავარს.“

მსგავსი თემები