„შეიძლება, მღვდელს დააბრალო რომ ქალებში დადის, ლოთია, ფულს იღებს, მაგრამ ესეთი რამე? უნდა დაამტკიცოს, თორემ ცუდად დამთავრდება“

სასულიერო პირები მეუფე პეტრესგან ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ ეს საქმე ცუდად დასრულდება. როგორც დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, შიდა საეკლესიო სასამართლოს მიხედვით, თუ ბრალდება არ დადასტურდა, ბრალმდებელი უმძიმესად ისჯება.

„ჩვენ ვართ მღვდლები. ამიტომ, უნდა ვიხელმძღვანელოთ სჯულის კანონით. სჯულის კანონი ასეთია, როდესაც შენ დაგდებს ბრალს სინოდი, შენ ემორჩილები სინოდს, განგაყენებენ და ემორჩილები ამ განყენებას. მოეწყობა შიდა სასამართლო. სასამართლოს მსგავსი ორგანო არის ზნეობრივი კომისია, რომელიც საპატრიარქოში მუშაობს.  ამ ზნეობრივმა კომისიამ უამრავი მღვდელი დასაჯა, განაყენა, ჯვრები ახსნეს. თუმცა, წესი ასეთია, როდესაც ადამიანს ბრალს სდებ, თუ ვერ დაუმტკიცე, ისჯები შენ. მან ისეთი რამ თქვა ამას ვერავინ წარმოიდგენდა. შეიძლება, მღვდელს დააბრალო ის, რომ ქალებში დადის, ლოთია, ფულს იღებს, მაგრამ ესეთი რამე? ამ სიტყვაზე პასუხისგება ყველას მოუწევს. თუ ვერ დაამტკიცა ძალიან ცუდათ დამთავრდება ეს“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები