“თუ მეუფე პეტრე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იჩივლებს, პროცესები საერთაშორისო სკანდალში და გარჩევაში გადაიზრდება” – გიორგი ანდრიაძე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრე არ დაემორჩილება სინოდის სასჯელს.

როგორც გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მეუფე პეტრე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იჩივლებს, ის განიკვეთება და სასულიერო პირის წოდებას დაკარგავს. 

“თუ მეუფე პეტრე მიმართავს იმ ზომებს, რაც მისთვის ცნობილია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან იჩივლებს, რომ ის მართალია და დამნაშავეა პატრიარქი, 44 ეპისკოპოსთან ერთად, ეს უკვე საერთაშორისო სკანდალში და გარჩევაში გადაიზრდება. ის დაკარგავს იმ ხარისხს და სამუდამოდ განიკვეთება. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ მოიქცევა ის. ვფიქრობ მეუფე პეტრე არ დაემორჩილება სასჯელს. ეს გათვლილი ნაბიჯები იყო,”- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

გიორგი ანდრიაძის განცხადებით, მეუფე პეტრე ეკლესიიდან არ განკვეთილა. მისი თქმით, თუ მეუფე მოინანიებს, ეკლესია მას შეუნდობს და დარჩება ეპისკოპოსად. 

“პროცესი მიდის საეკლესიო კანონიკის მიხედვით. ადამიანმა, რომელმაც უხეში შეურაცხყოფა მიაყენა ეკლესიის უმაღლეს იერარქს, ლოგიკურია, რომ მიიღო შესაბამისი სასჯელი. ის ეკლესიიდან არ განკვეთილა. ადამიანი, როგორ კი, შეინანებს და იტყვის, რომ მაპატიეთ შემეშალა, ეკლესიას უფლებაც კი არ აქვს არ შეუნდოს. თუ მან შეინანა, ის ჩვეულებრივი ეპისკოპოსი იქნება,” – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში” 

მსგავსი თემები