„მოვითხოვ, 30-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოს, რათა ვეღარ შეძლო სხვა ადამიანების მკვლელობა“ – მოკლულის დედა დაკავებულ მწყემსს

  •  

„ჩვენი ოჯახი ითხოვს სიმართლისა და სამართლიანობის აღსრულებას შენს მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და უდანაშაულო ოჯახის მკვლელობის დანაშაულზე. მე მოვითხოვ, რომ შენ 30-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოს, დროზე ადრე გამოშვებისა და სასჯელის შემსუბუქების გარეშე, რათა ვეღარ შეძლო სხვა ადამიანების მკვლელობა. ისე, როგორც მოკალი ჩვენი არაჩვეულებრივი რაიანი, ჩვენი ტკბილი, ყურადღებიანი რძალი ლორა და უძვირფასესი 4 წლის შვილიშვილი ქელები“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც

ხადას ხეობაში მოკლული ამერკელების – რაიან და ლორა სმიტებისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს რაიან სმიტის დედამ გაუგზავნა.   

ლიტ სმიტი წერილში აღნიშნავს, რომ ის ლოცვებში მალხაზ კობაურსა და მის უდანაშაულო ოჯახსაც იხსენიებს.

„მალხაზ, შენ უნდა დაკარგო თავისუფლება, რადგან შენ რაიანს, ლორასა და ქელებს წაართვი უფლება ეცხოვრათ ამ ქვეყანაზე და ემსახურათ ღმერთვის და გარშემომყოფებისთვის. შენ მათ სიცოცხლე მოუსწრაფე, თუმცა რაიანის, ლორასა და ქელების სიკვდილი ამაო არ ყოფილა, რადგან მათ ფუჭად არ უცხოვრიათ. მათმა ხანმოკლე სიცოცხლემ სამარადჟამისოდ შეცვალა ბევრი სხვა ადამიანის ცხოვრება და კვლავ შეცვლის იესოს სახელით.

მთელი ჩვენი ოჯახი და უამრავი მეგობარი გიხსენიებს ლოცვებში შენ, მალხაზ და შენს უდანაშაულო ოჯახს. ღმერთმა შეგიბრალოს. დაე, ჭეშმარიტად მოინანიო შენი ბოროტებანი. დაე, ქვითინით ევედრებოდე და მადლობას უცხადებდე ღმერთს შენი ცოდვების მოტევებისთვის იმიტომ, რომ იესო ჯვარზე გაეკრა თითოეული ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად, მათ შორის შენი ცოდვების – ლორაზე შენი თავდასხმის გამო, რაიანი, ლორასა და ქელების მკვლელობის გამო.

მალხაზ, შენ არ იმსახურებ იესოსგან პატიებას. მე არ ვიმსახურებ იესოსგან პატიებას, არავინ იმსახურებს იესოსგან პატიებას, მაგრამ მამა ღმერთმა სწორედ იმ საოცარი სიყვარულის გამო შენსა და ჩემს მიმართ, თავისი ძე იესო დედამიწაზე გამოგზავნა, რათა უცოდველი ცხოვრების შემდეგ ჯვარცმულიყო და ჩემი და შენი ცოდვები გამოესყიდა. იესოს მიერ შენი ცოდვები გამოსყიდვის გააზრება დაგეხმარება განიცადო სრული პატიება ღვთისგან, სიმშვიდე და იმედი ციხეშიც კი.

სწორედ ამიტომ რაიანის მამამ ბაირონმა და მე გავაკეთეთ არჩევანი, რომ გაპატიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვილის რაიანის მკვლელობა, ჩვენი სათნო, საზრიანი რძლის ლორას მკვლელობა და ჩვენი ძვირფასი 4 წლის შვილიშვილის ქელების მკვლელობა. ჩვენ არ გვინდა შენს მიმართ მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება. ჩვენ ავირჩიეთ, რომ გვჯეროდეს ღმერთის და გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენს გულებში ამ უზარმაზარ სიცარიელს ამოავსებს და შეგვაძლებინებს ცხოვრების გაგრძელებას ჩვენი ტკივილითა და დანაკარგით“ – ვკითხულობთ წერილში.

მსგავსი თემები