„სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება რიგში დგას, როდის გაუშვებენ, არ ვიცი“ – გიორგი ანდრიაძე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძის განცხადებით, მეუფე პეტრეს დასჯით პრობლემები არ დასრულებულა. როგორც ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოფილ ხელისუფლებას შენახული აქვს სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერები, რომელიც თავის რიგს და დროს ელოდება.

„ის ფარული ჩანაწერები, რომელიც სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა გააკეთა, არსებობს სასულიერო პირებზე. შეიძლება, ისინი გამოჩნდეს ტელევიზიით. გამოჩნდება სასულიერო პირების პირადი ცხოვრება, ის ხაფანგები და მახეები, რაც მათ მოუწყეს, შეიტყუეს, თუ გაუკეთეს. ყველაფერი ჩაწერილია და დღეს თუ არა ხვალ, გავა“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისი თქმით, ეკლესიაში წმენდა უნდა მოხდეს. საპატრიარქო უნდა გაიწმინდოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ, საერო პირებისგანაც.

„მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ დაკარგოს რწმენა. ფარულ კადრებს როდის გაუშვებენ არ ვიცი, მაგრამ მთავარი ნაწილი ესაა. მთელი ეს ვაკხანალია სწორედ რწმენის დაკარგვას ემსახურება“ – აღნიშნა ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები