მეუფე გრიგოლი პატრიარქის დავალებით იყო ჩამოსული, მეუფე პეტრეს მონანიებას და შერიგებას სთხოვდა – იღუმენი 

იღუმენია დედა თამარ გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე კვირის უკან, პატრიარქის დავალებით, ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს, მეუფე გრიგოლი ესტუმრა. იღუმენიას თქმით, ის მეუფე პეტრეს მონანიებას და შერიგებას სთხოვდა. 

იღუმენის განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დღეს გამწესებულ მეუფე გრიგოლთან მსახურებას არ აპირებს.

“ჩვენ ბერ-მონაზნობა ამ ეპარქიისა არ ვიზიარებთ განჩინებას. ეს ბრალდებები, რაც მეუფემ გააჟღერა, ჩვენი ვიცით მესამე წელია, რაც ციანიდის საქმე დაიწყო. მე პირადად არ ვაპირებ იმ მღვდელმთავართან მსახურებას, ვინც უზნეობას აფარებს ხელს. მეუფე გრიგოლმა რა უნდა მასწავლოს? რა უნდა მიგვითითოს, როცა ვიცით, რომ მანაც ყველაფერი კარგად იცის და ასეთ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა,როგო უნდა ვიმსახურო? მე შემიძლია ჩემს გადაწყვეტილებაზე ვისაუბრო. როგორ შეიძლება ვემსახურო ადამიანს, რომელიც რამდენიმე კვირის უკან იყო ჩვენთან ჩამოსული, დედებმა ვუმასპინძლეთ, ჩამოვიდა პატრიარქის დავალებით და მეუფე პეტრეს სთხოვდა როგორღაც მოენანიებინა და შერიგებოდა. ესეთ ადამიანთან როგორ ვიმსახურო,” – განაცხადა იღუმენმა თამარ გამყრელიძემ

შეგახსენებთ, რომ გუშინ სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან განაყენა. სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრეს, ჭყონდიდის ეპარქიაში, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი ჩაანაცვლებს.

მსგავსი თემები