“პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ” – გიორგი მარგველაშვილი

“იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა “კაგებეს” გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები მისი რამენაირად შემრყევი ვერ იქნება“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პატრიარქი მხნედ არის.  

„მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი, ნათელი ადამიანის თვალები, რომელსაც ბოლო 40 წელია, ვიცნობ. მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. ის მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა. პატრიარქი არის მხნედ, ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და პერსპექტივის. ჩვენზეც, საზოგადოებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ რაღაცნაირად თვითგანადგურება არ განვახორციელოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

მსგავსი თემები