“ყოველთვის ჩვენი დედა ეკლესია ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს, სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ყოფილი პრემიერის თქმით, მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ეკლესიაში იგრძნობოდა, ამიტომაც ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე.

ამასთან, მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მხნეობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.

„ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია თავისუფლებისთვის. ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ. მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა და ამიტომაც, ხშირად ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე. მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა“, – წერს მამუკა ბახტაძე.

მსგავსი თემები