„საქართველოს პატრიარქზე გალაშქრება ერისა და ბერის შეურაცხყოფაა“ – დიმიტრი ხუნდაძე

წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომას და ბოლო პერიოდში საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეხმიანება და ამბობს, რომ პატრიარქზე შეტევა  ერისა და ბერის შეურაცხყოფაა.     

„პატრიარქზე გალაშქრება ერისა და ბერის შეურაცხყოფა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის კულმინაციაა. უწმინდესი, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ქვეყნისა და ხალხის გვერდით იდგა. ათეული წლების მანძილზე, მას შეუცვლელი და შეუდარებელი ადგილი ეკავა და დღესაც უკავია. მისი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსათვის. მაგრამ, მავანთა სამიზნე სხვაა. უბრალოდ, მათ კარგად ესმით, იერიში უნდა მიიტანონ იქ, სადაც ყველაზე დიდია საზოგადოების ერთობა. ამის დასტურია მყისიერად გააქტიურებული “ვაიპოლიტიკოსები,” – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები