ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმესზე, პოლიციის მიერ დღეს, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით, ზაზა სარალიძე პირველ შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ შესაძლოა დანაშაულის გადაბრალებასთან გვქონდეს საქმე.
როგორც „მთავარს“ ზაზა სარალიძემ განუცხადა, იმ გვარებს შორის, რომელიც მან გამოძიებისთვის დაასახელა, მორჩაძე არ ფიგურირებს და ამ პიროვნების დაკავებასთან დაკავშირებით მას ბუნებრივად გაუჩნდა კითხვები.
მისივე თქმით, მერაბ მორჩაძის დაკავება არაფერს ცვლის, რადგან ეს ადამიანის მკვლელობის საქმეში არც არაფერს წარმოადგენა.
„ამ ადამიანის შესახებ დღემდე არაფერი მსმენია. ეს სახელი და გვარი დღეს პირველად გავიგე. არც მისი დაკავება ნიშნავს ჩემთვის რამეს, უფრო მეტიც, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადგილი აქვს დანაშაულის გადაბრალება ხდება. არადა, ნამდვილად ვიცი, რომ გარკვეული პირები საქმეში ფიგურირებენ ზემოქმედებასთან დაკავშირებით. იმ გვარებში, რომელიც მე დავასახელე, მორჩაძე არ ფიგურირებს. ამ პიროვნების დაკავებაზე კითხვის ნიშნები ბუნებრივია, მაქვს. არ გამოვრიცხავ, დანაშაულის ვიღაცისთვის გადაბრალებას აპირებდნენ“- განუცხადა ზაზა სარალიძემ მედიაცენტრ „მთავარს“.