ამბროლაურის მერი დავით მხეიძე, მოგებულ “პორშე კაიმანს” ყიდის. მისი თქმით, მანქანის გაყიდვით მიღებული ფულით, ვალებს გაისტუმრებს.
მაღალჩინოსანი პირობას დებს, რომ მოგებულს მხოლოდ თავად არ მოიხმარს და ახლობლებსაც გაუნაწილებს.
“არც მაგის დრო მაქვს და არც სურვილი. დამოკიდებულიც არ ვყოფილვარ. ჩემი სახელით დისშვილებმა შექმნეს გვერდი, ერთ საღამოს, როცა ვისვენებდი, ორი ხუთლარიანი ბილეთი დავწერე, ამას არ ვმალავ,” – განმარტავს ამბროლაურის მერი.
მერი ამბობს, რომ ამგვარი გართობის მომხრე არ არის, თუმცა ახალგაზრდებს არ უშლის და იშვიათად თავადაც ირთობს თავს.
ცნობისთვის, ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ “ლიდერბეთის” გათამაშებაში, „პორშეს“ მარკის ავტომობილი მოიგო.