საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან

  •  

საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან. სასულიერო პირები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნული გადაწყვეტილება უწმინდესმა 2 დღის წინ მიიღო. წმინდა სინოდის სხდომას ყველა წევრი ვერ დაესწრება, მათი ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, ნაწილს კი დიდი ხნის წინ შეხვედრები აქვს ჩანიშნული. სინოდს ვერ დაესწრება ერთ-ერთი გავლენიანი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას საპატრიარქოსგან საჯაროდ ითხოვს.

სინოდის სხდომაზე, სავარაუდოდ განიხილება, მეუფე იაკობის ბრალდებები, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი უნდა გახდეს მეუფე კალისტრატეს შემცვლელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობაც.

მსგავსი თემები