სამ თვეში ავტოავარიის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა – სტატისტიკა

2019 წლის ივლისიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ავტოავარიის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა და 2176 დაშავდა. მონაცემებს შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამი თვის განმავლობაში საქართველოში 11 349 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მათგან 1 544 შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო. ყველაზე მეტი, 6 225 ავტოსაგზაო შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა, რომელსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო გავრცელებულ მიზეზებს შორისაა: სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 816 შემთხვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 105 შემთხვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება  – 81 შემთხვევა; დისტანციის დაუცველობა – 78 შემთხვევა; ქვეითების გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 56 შემთხვევა; მოხვევის მანევრი – 49 შემთხვევა;  მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 34 შემთხვევა.

უწყების ინფორმაციით, ავარიების ძირითადი მიზეზებია შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და დისტანციის დაუცველობა.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 8 775 ავარია მოხდა.
დაღუპულთა რაოდენობამ გასულ წელსაც 113 ადამიანი შეადგინა.

მსგავსი თემები