“პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა” – ნინო ჯღარკავა

“პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პატრიარქთან ახლა ექიმები იმყოფებიან.

“პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა, ამ წუთებში მასთან ექიმები იმყოფებიან, ხვალ სინოდის სხდომაა! დარწმუნებული ვარ კარგად იქნება! უფალო შეეწიე”, – წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი გაციებულია.

„პატრიარქი სამი დღის წინ გაცივდა. ჩვეულებრივი გრიპული ვირუსია, არაფერი განსაკუთრებული. ტემპერატურა არ აქვს და არც მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, უბრალოდ გართულებების თავიდან ასაცილებლად, სახლის პირობებში ყოფნა არის სასურველი. შესაბამისად, საკვირაო წირვას ის ვერ დაესწრება“, – განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავა.

მსგავსი თემები