“ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ ექიმები ვერ გაუმკლავდებიან” – მაია ბუწაშვილი

საზოგადოების ინფორმირებულობისა და მაღალი ჩართულობის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისში საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს.

ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორის, მაია ბუწაშვილის თქმით, ტუბერკულოზთან ბრძოლაში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ინსტიტუციის წევრები და მოქალაქეები უნდა ჩაერთონ.

“ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები ვერ გაუმკლავდებიან. საჭიროა, ე.წ. მულტიდისციპლინარული მიდგომა. ყველა უნდა ჩაერთოს ამ დაავადებასთან ბრძოლაში, რადგან ადამიანები უჯერებენ თავიანთ მასწავლებლებს, მედიაში გაგონილს, შესაბამისად, ჩვენ ვაცნობთ დაავადების სიმპტომებს, გადაცემის გზებს და ვთხოვთ დახმარებას, რომ მასიურად გაავრცელონ ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ქვემო ქართლი საქართველოს იმ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც მოსახლეობაში ტუბერკულოზის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი თემები