“ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე – მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია” – მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლის განცხადებით, წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრება. მისი თქმით, ვერ გააკეთებს პროგნოზს, თუ რა საკითხების განხილვა მოხდება ხვალინდელ სინოდის შეკრებაზე.

„დღევანდელი ღონისძიების გამო, შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. სირთულეები არსებობს და ალბათ ეს გამომდინარეა არა წმინდა საეკლესიო პრობლემატიკიდან, არამედ იქედან, რომ ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე – მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია. თავისთვად ცხადია, მისი შედეგები და გავლენები უკვე აღიბეჭდება არამარტო მისი მრევლის ცხოვრებაზე, არამედ მოსახლეობაზე მათი კონფესიის მიუხედავად. ხვალინდელ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, –  განაცხადა მეუფე გრიგოლმა ფოთში, სადაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები