“ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება. მისი თქმით, პროექტის მეპატრონეების მოლოდინი გადაჭარბებულია.

„დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება. პროექტის მეპატრონეებს მეტისმეტად გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. არ არის გათვალისწინებული გეოპოლიტიკური ინტერესები. ისტორიულად, როდესაც სადმე ახალი სავაჭრო გზა იჭრებოდა მას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ვფიქრობ, დღევანდელი გადასახედიდან პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება. ეს უკვე პოლიტიკური პროცესია, ვიდრე პროექტის განხორციელების პროცესი. აქ ეძებენ დამნაშავეებს, ვინ ვის დააბრალოს, თორემ პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში არის მხოლოდ ის ციფრები, რომელიც არ იძლევა არაფრის საშუალებას“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები