საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ცხვარიჭამიას ტყეში ეძებენ

ამ დრომდე ვერ ხერხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, 29 წლის სანდრო ბერაძის პოვნა. ცხვარიჭამიას ტყეში კი სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილზე ასევე იმყოფებიან სანდრო ბერაძის ახლობლები და მეგობრები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ სამძებრო მოქმედებებში ჩართვას.

“ბოლოს ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია დარეკა 112-ში და აქედან გამომდინარე, რა ინფორმაციასაც ჩვენ ვფლობთ, დაახლოებითი არეალი არის აქ და მაშველებთან ერთად ვეძებთ კონკრეტულ ადგილებზე”, – აღნიშნა სანდრო ბერაძის მეგობარმა გიორგი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები