მეუფე იაკობს საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს და იმეორებს რომ პატრიარქის შეცვლა სურდათ

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის ერს და ბერს ბოდიშს უხდის თუმცა, აცხადებს, რომ ამ ბოდიშით, მას საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს. ეპისკოპოსი, რომელსაც დრეს პატრიარქის ქორეპისკოპოსობა დაატოვებინეს, აცხადებს, რომ პატრიარქის შეცვლაში დახმარებას ნამდვილად სთხოვდნენ.   

„მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ის ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. 3  ადამიანის შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ ბატონი გიორგი (კვირიკაშვილი) ბრძანდებოდა, ბატონი ვახტანგი გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია. მინდა გითხრათ, რაც შევამჩნიე, უხერხულობას გრძნობდნენ  რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ, გიორგიც და ვახტანგიც. რაღაც მითხრეს, უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი ეს რაღაც და ბოლოს, მაინც ვუთხარი და პასუხის შევუთვალეთ ისეთი, ღირსეული პასუხი. პრემიერთან საუბარი ლიკვიდაციაზე არ ყოფილა. იყო იმაზე, რომ პატრიარქი შეეცვალათ. თავისთავად მეუფე შიოს კანდიდატურა იქნებოდა განხილული, რადგანაც ის მოსაყდრეა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიო მთავრობის კაცია“ – განაცხადა მეუფე იაკობმა დღეს, საპატრიარქოდან გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებები, რამდენიმე დღეა განხილვისა და ხმაურის თემაა. მან, განცხადებები გააკეთე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქის შეცვლას გეგმავდნენ და ამაში დახმარება მეუფე იაკობს სთხოვეს.

მეუფე იაკობს, დღეს, პატრიარქის ქორეპისკოპოსობა დაატოვებინეს.

მსგავსი თემები