ზაზა სარალიძემ კომისიას მისი შვილის მკვლელის მფარველები დაუსახელა

  •  

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ის ადამიანები დაუსახელა, რომლებიც მისი აზრით, მკვლელობის გამოძიების დაფარვაში მონაწილეობდნენ.

ზაზა სარალიძე პროკურორების, გამომძიებლებისა და მინისტრის დაკითხვას ითხოვს.

​როგორც ზაზა სარალიძემ „მთავარს“ განუცხადა, ის ამ კონკრეტული პირების მხრიდან დანაშაულის ჩადენაში დარწმუნებულია და კომისიას გარკვეულ დროს აძლევს.

„ამ ეტაპზე, იმ კონკრეტულ პირებს საჯაროდ ვერ დავასახელებ, ვინც ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებაში უხეშად ერეოდა. ეს ადამიანები პროკურატურასაც არაერთხელ დავუსახელე და დღეს პარლამენტის სპეციალურ კომისიასაც გადავეცი მათი გვარები. დიდი უბედურებაა ის, რომ ჩემს მიერ დასახელებული რამდენიმე ადამიანი პროკურატურაში არც გამოუკითხავთ, ცდილობენ ისინი არც გამოჩდნენ საქმეში. ჩემი მოთხოვნა არ შეიცვლება, სანამ გამოძიება ამ ადამიანების დანაშაულის კვალზე არ გავა. ყველანი დაიბარონ, პროკურორებიც, გამომძიებლებიც და იუსტიციის მინისტრიც“, – განუცხადა ზაზა სარალიძემ „მთავარს“.

 მოკლული მოზარდის მამამ ამ კონკრეტულ პირთა გამოსაკითხად კომისიას კონკრეტული ვადა მისცა.

მსგავსი თემები