დანაშაულისთვის, რომელსაც მამა აღიარებს, შვილს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დმანისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მამის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, სასამართლომ პატიმრობა შვილს შეუფარდა. მეგობრის მკვლელობის გამო, გიორგი ბალახაძეს 11 წლიანი სასჯელი შეუფარდეს.

დაკავებულის მამა 2 თვეზე მეტია ამტკიცებს, რომ გიორგი ადუაშვილი მან მოკლა, სახელმწიფო ბრალდება კი მამის აღიარებას შვილის დაცვის მიზნით ხსნის.

გიორგი ბალახაძის ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

განაჩენის გამოცხადებამდე გიორგი ბალახაძემ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მეგობრის მკვლელი ის არ არის.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაკავებულის დედა ელოდა, რომ მის შვილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ, ხოლო მის ნაცვლად მეუღლეს – დავით ბალახაძეს დააკავებდნენ.

სასამართლო პროცესამდე, გიორგი ბალახაძის დედამ და დავით ბალახაძის მეუღლემ, ადვოკატ ნონა ფილაურთან ერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც დეტალურად ისაუბრეს საქმის დეტალებზე.

დეტალურად იხილეთ ბმულზე:

მსგავსი თემები