ენერგოომბუდსმენის შეფასებით, გურამიშვილის აფეთქება ღია წვის წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის 30 ნომერში, ძლიერი აფეთქება, ღია წვის წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. 

როგორც ენერგოომბუდსმენმა “მედიაცენტრ მთავარს” განუმარტა, წყლის გამაცხელებელი სავარაუდოდ, არასწორად იყო დამონტაჟებული. 

“იკვეთება მომხმარებლის მხრიდან დაუდევრობა და გაუფრთხილებლობა. მომხმარებელს, საცხოვრებელ ბინაში, ღია წვის წყლის გამაცხელებელი ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ არასწორად იყო დამონტაჟებული. ეს დანადგარი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია,” – განუცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან”. 

სალომე ვარდიაშვილის თქმით, გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამწვარი და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

მსგავსი თემები