„რამდენჯერაც დამიბარებემ იმდენჯერ მოვალ“ – ხორავას ქუჩის საქმეზე მირზა სუბელიანი კვლავ დაკითხეს

პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა შსს 12:05 წუთზე დატოვა.  მან მედიასთან კომენტარები არ გააკეთა, რადგანაც გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული. მისი გამოკითხვა  შსს-ში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„ხელწერილი მაქვს გაუთქმელობის შესახებ დადებული და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ქონდათ კითხვები და ვუპასუხე. რამდენჯერაც დამიბარებემ იმდენჯერ მოვალ“,  – განაცხადა სუბელიანმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანის დასჯას, 6 თვის წინ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვს და აცხადებს, რომ ის დაინტერესებული პირია მისი შვილის მკვლელობის საქმეში.

მსგავსი თემები