სპეცოპერაცია ქარელში – დაკავებულია ორი საჯარო მოხელე

ქარელში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი საჯარო მოხელე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არიან მერიის წარმომადგენელი სოფელ დირბში – გიორგი გოგაშვილი და საკრებულოში დეპუტატი სოფელ დირბიდან სოსლან ქვრივიშვილი.

როგორც ცნობილია, ქვრივიშვილი ქრთამის აღების, გოგაშვილი კი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით არიან დაკავებული.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი თემები