“სამართალმა პური ჭამა?” – გოცირიძე მოსამართლეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კითხვებით მიმართა, რომელიც სასამართლოს და მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხებოდა.

რომან გოცირიძე : “სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველას კართან მიდის – როგორ გესმით ეს სიტყვა თქვენ?”

პაატა სილაგაძე: “ნელა, მაგრამ ყველასთან მიდის – ალბათ ამას ნიშნავს.”

რომან გოცირიძე: “ხარაშო. საქართველოში, ყოფილა უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული ოდესმე?”

პაატა სილაგაძე : “არ მსმენია”

რომან გოცირიძე: “ამ 7 წელიწადში, რომ არ ყოფილა ვიცით, მაგრამ კომუნისტების დროს იყო?”

პაატა სილაგაძე : “არ ვიცი, არ მსმენია”

რომან გოცირიძე: “ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება უსამართლო გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ?”

პაატა სილაგაძე : “არ ვიცი ნამყოფიც კი არ ვარ”

რომან გოცირიძე: “იქნებ ამ ანდაზაში იმ ცხოვრებაზეა საუბარი და იმ ცხოვრებაში აღდგება სამართალი?”

პაატა სილაგაძე : “სასამართლოში საქმის წარმოება რთული და ხანგრძლივი პროცესებია, თუმცა საბოლოოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიძლება დროში გაწელილი იყოს, მაგრამ სამართლიანი და სწორი”.

რომან გოცირიძე: “ანუ მოსამართლეს არასდროს შეშლია?”

პაატა სილაგაძე : “უშეცდომო არავინაა. მთვარია ეს განძრახ არ იყოს.”

რომან გოცირიძე: “როგორ გესმით სამართალმა პური ჭამა?”

პაატა სილაგაძე : “აღსრულდა სამართლიანობა”.

რომან გოცირიძე: “ჩვენს სასამართლოში ყოველთვის სჭამს სამართალი პურს?”

პაატა სილაგაძე : “მგონია, რომ კი”.

მსგავსი თემები