“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია” – გიორგი გახარია

“ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა.

“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია. იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი ნულ პროცენტიანი გადასახადით იბეგრება, გამარტივებულია საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები. საქართველო როგორც მხოლოდ სამი და შვიდი მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი შესაძლოა, ვინმემ არამიმზიდველად მიიჩნიოს. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს როგორც რეგიონალურ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები